ახალი ამბები

“კვერცხებითა ქორწილების დამთრგუნველნი!” – გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი “ყვარლის ტბასთან” განვითარებულ მოვლენებზე 

“კვერცხებითა ქორწილების დამთრგუნველნი!” – ასე ეხმაურება გორის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი, თამაზ მაყაშვილი “ყვარლის ტბასთან” განვითარებულ მოვლენებს. 

თამაზ მაყაშვილი სტრატეგიული განვითარების სააგენტოში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად მუშაობს. მისი შვილი თევდორე მაყაშვილი კი გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩეველია. 

მაყაშვილის სტატუსს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები მას საგალობელის დამახინჯებასთან ერთად, პრორუსი ძალების მიმართ სენტიმეტების ქონაშიც ადანაშაულებენ – პოსტის კომენტარებში ვრცელდება სქრინი, სადაც ჩანს, რომ მაყაშვილი პრორუს ბიზნესმენს, ვალერი კვარაცხელიას იმ პოსტს უწონებს, რომლითაც მან რუსული რეისით საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა. 

ინფორმაციისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას საზოგადოების პროტესტი მოხდა, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველოში ლავროვის ოჯახი ჩამოვიდა. 

სწორედ, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას და ქვეყანაში ლავროვის ოჯახის შემოშვებას აპროტესტებდნენ მოქალაქეები “ყვარლის ტბასთან”, სადაც რუსეთის საგარეო მინისტრის შვილი და მისი ახლობლები იმყოფებოდნენ. 

სასტუმროს შესასვლელთან  მობილიზებული იყო დიდი ოდენობით პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ისინი აქციის მონაწილეებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მონაწილეები “ყვარლის ტბისკენ” მიმავალ სტუმრებს შეძახილების ხვდებოდნენ, მათ ერთ-ერთ მიკროავტობუსს კვერცხები ესროლეს. 

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციამ დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.