ახალი ამბები

23 მაისს, 2 საათით, ქარელში ოფთალმოლოგის კონსულტაცია უფასო იქნება 

23 მაისს, ჯავრიშვილის თვალის კლინიკა “ოფთალმიჯის” ექიმი ქარელში მოქალაქეებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. 

“მიიღებიან თვალთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პაციენტები, სათვალის შერჩევის გარდა”. 

უწყების ცნობით,  საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მოხდება პაციენტების ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის, უნაკერო მეთოდით.

უფასო კონსულტაციები 2 საათი გაგრძელდება. 

” მიღება ჩატარდება სამშაბათს, 23 მაისს 12-დან 14 საათამდე, ქარელის ადმინისტრაციულ შენობაში. მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი”, – წერია მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.