ახალი ამბები

გორელი ადვოკატი დაკავებულ აქტივიტებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

გორელი ადვოკატი ზაზა გიგაური დღეს, “ყვარლის ტბასთან”, პოლიციის მიერ დაკავებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. 

“მიუხედავად ძალიან დატვირთული გრაფიკისა, უფასოდ მოვემსახურები ყველა დაკავებულს, ვინც აპროტესტებდა დღევანდელ მოვლენას და დააკავეს სამართალდამცავებმა”, – წერს გიგაური სოციალურ ქსელში.

ადვოკატის თქმით, უფლებადამცველებმა საკოორდინაციო ცენტრი უნდა შექმნან და უკომპრომისო ბრძოლისთვის იყვნენ მზად. 

“იმ უფლებადაცველებმა, ვინც არ ვართ პოლიტიკაში ჩართული, უნდა შევქმნათ საკოორდინაციო ცენტრი და მზად ვიყოთ უკომპრომისო ბრძოლისათვის საქართველოს დემოკრატიული განვითარების გადასარჩენად, არანაირი კომპრომისი, საქართველოს კონსტიტუცია გარანტიას იძლევა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე საქართველოს პროდასავლურ განვითარებაზე, არანაირი ვიწრო პარტიულობა”, – წერს ადვოკატი. 

ინფორმაციისთვის,  დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო ყვარელში, სადაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.

“ყვარლის ტბასთან” მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ისინი აქციის მონაწილეებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.