ახალი ამბები

ხაშურელებს სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა 28-29 მაისს შეეძლებათ

ხაშურის მერიამ  სამოქალაქო, მონაწილეობითი, ბიუჯეტირების კენჭისყრის ეტაპზე გადასული საპროექტო იდეები გამოავლინა. 

უწყების თქმით, სხდომას, სადაც იდეები განიხილეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძეც ესწრებოდნენ. 

“კენჭისყრის ეტაპზე გადასულია 57 განაცხადი. აქედან 25 განაცხადი სოფელ წაღვლში, 16 განაცხადი სოფელ თაგვეთში და 16 განაცხადი სოფელ ცედანში”, – განმარტავს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით, სოფელ წაღვლში კენჭისყრის ეტაპზე გადასულია ხუთი საპროექტო იდეა:

  • აბისთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – (7 განაცხადი);
  • სკვერის მოწყობა – (12 განაცხადი);
  • მოედნის დასრულება (სკვერი) – (2 განაცხადი);
  • შიდა გზის რეაბილიტაცია (ბეტონის საფარის და სანიაღვრეების მოწყობა) – (2 განაცხადი) ;
  • სკვერის და სპორტული მოედნის დასრულება – (2 განაცხადი).

სოფელ თაგვეთში კენჭისყრის ეტაპზე ორი საპროექტო იდეა გადავიდა:

  • ავარიული გზის აღდგენა – (10 განაცხადი);
  • ბეტონის გზის მოწყობა – (6 განაცხადი);

ასევე ორი საპროექტო იდეა გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე სოფელ ცედანშიც:

  • ბეტონის გზის მოწყობა – (10 განაცხადი);
  • მინი სპორტული მოედნის მოწყობა – (6 განაცხადი).
  • მერიის ინფორმაციით, კენჭისყრა მიმდინარე წლის 28-29 მაისს ჩატარდება.

“ამასთან, სოფელ წაღვლში ხმის მიცემა ელექტრონული წესით, sms-ების საშუალებით განხორციელდება. ხოლო თაგვეთსა და ცედანში ტრადიციული მეთოდით, ბიულეტენების საშუალებით”, – აღნიშნავს ხაშურის მერია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.