ახალი ამბები

ქარელის მერიამ 344 242 ლარის დახარჯვა კვლავ ტრენაჟორების მოწყობისთვის გადაწყვიტა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ტრენაჟორების მოსაწყობად, რისთვისაც   344`242 ლარი გაითვალისწინა. უწყება გეგმავს, რომ სპორტული ინვენტარი 12 ადგილას მოაწყოს. 

ამავე თემაზე: ქარელისა და გორის მერიებმა 5 წელში 2 მილიონამდე ლარის ტრენაჟორები იყიდეს

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც ტრენაჟორების მოწყობაა დაგეგმილი:

  • სოფელ აბანოში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი; 
  • სოფელ ახალსოფელში (დევნილთა დასახლება) ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
  • სოფელ ახალსოფელში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი; 
  • ქარელში ვარძელაშვილის ქუჩაზე (სკვერში) ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 757 ლარი;
  • სოფელ სამწევრისში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
  • სოფელ ტახტისძირში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 32 231 ლარი;
  • ქარელში ერთობის ქუჩაზე ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 31 921 ლარი;
  • სოფელ ქობესაანთუბანში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
  • სოფელ ყინწვისში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 32 589 ლარი;
  • ქარელში ვარძელაშვილი ქუჩაზე (გიმნაზიასთან) ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
  • ქარელში-აბაშიშვილის ქუჩაზე ტრენაჟორების და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 900ლარი.

სატენდერო პირობების მიხედვით, თერთმეტივე ლოკაციაზე ტრენაჟორების ფასი თითო ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 18 900 ლარს. მითითებული თანხები ითვალისწინებს ტრენაჟორების და მიწის სამუშაოებში გასათვალისწინებელ თანხების რაოდენობებს ერთად.

დატოვეთ კომენტარი