ახალი ამბები

ავარია კვარხეთთან – დაშავდა ერთი ადამიანი 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

“სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, ერთი ქალი დაშავდა, მძღოლის გვერდით იჯდა და წაიყვანეს საადმყოფოში”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.