ახალი ამბები

ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ მოქალაქე უკანონოდ დააკავეს 

მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან – რუსმა ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

დატოვეთ კომენტარი