ახალი ამბები

“გაგვიმართლა, რომ უქმეები იყო” – ხაშურის ბიბლიოთეკის კედელი ჩამოინგრა

ხაშურში ბიბლიოთეკის კედელი ჩამოინგრა. 

მომხდარის შესახებ “მოზაიკა” საშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს ესაუბრა. როგორც კლარა გელაშვილი ამბობს, დაზიანებულ ნაწილში წინგსაცავი იყო. 

“წინგსაცავი იყო ბიბლიოთეკის ამ ნაწილში, რომელსაც ორი თანამშრომელი ემსახურება. გაგვიმართლა, რომ უქმეები იყო”, – გვითხრა გელაშვილმა. 

ბიბლიოთეკის კედელი მეზობლის ეზოში ჩაინგრა. როგორც გელაშვილი ამბობს, ნანგრევებმა მათი კერძო საკუთრება დააზიანა. 

“აქაც გაგვიმართლა, რომ მსხვერპლი არაა. ზარალს, რა თქმა უნდა, ამ ოჯახს ხელისუფლება აუნაზღაურებს”, – გვითხრა საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა.

მისივე თქმით, შენობა მთლიანად ავარიულია და მომხდარის შემდეგ, ახალი ბიბლიოთეკის მოწყობის პროცესი დაჩქარდება. 

“ეს შენობა არის ავარიული. ამის შესახებ მე ვაცნობე ხაშურის მერიას. როგორც ვიცი, მომზადებულია პროექტიც და წესით, ახლა ეს პროცესი დაჩქარდება, რადგან არსებობს საფრთხე, რომ შენობის სხვა ნაწილებიც ჩამოინგრეს”, – აღნიშნა გელაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.