ახალი ამბები

ძევერასა და შერთულში მიწის ნაკვეთები დაიტბორა 

სტიქია შიდა ქართლში – გორის მუნიციპალიტეტში წყალდიდობაა.

უხვი ნალექის მოსვლის შედეგად სოფლებში, ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გარკვეული სირთულეები შექმნა.

კერძოდ, ძევერასა და შერთულში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიწის ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო.

სტიქიის ზონაში ამ წუთებში, სპეც.ტექნიკა მუშაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. 

დატოვეთ კომენტარი