სტატიები

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება – რა წერია ქარელის მერიის პრიორიტეტების დოკუმენტში?

ქარელის მერიამ მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 2023-2026 წლის პრიოტეტების დოკუმენტში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულად ასახა. 

დოკუმენტის მიხედვით, 4 წლის განმავლობაში უწყება ამ მიმართულებით 828 000 ლარს დახარჯავს. ამ მუხლის დაფინანსების გაზრდას ქარელის მერია 2024 წლიდან 120 000 ლარით აპირებს. 

  • 2023 წელი: 117 000 ლარი;
  • 2024 წელი: 237 000 ლარი;
  • 2025 წელი: 237 000 ლარი;
  • 2026 წელი: 237 000 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის მიზანი მრავალშვილანი ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. 

“მრავალშვილიან ოჯახებში, ახალშობილთა დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, რომელთაც შეეძინათ მესამე და ყოველი მომდევნო შვილი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

პროგრამის ფარგლებში, ოჯახებს შემდეგი სახის დახმარება უნდა გაეწიოთ:

  • მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში 600 ლარი.
  • მეოთხე შვილის დაბადების შემთხვევაში 800 ლარი.
  • მეხუთე შვილის დაბადების შემთხვევაში 1000 ლარი;
  • ყოველ მომდევნო შვილზე 1000 ლარზე 200-200 ლარის დამატებით.
  • ტყუპების შემთხვევაში ინდივიდუალურად, რიგითობის გათვალისწინებით.

“დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები).”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.