ახალი ამბები

რა ვითარებაა “ახალბაღში” – ფოტოები 

გორის კულტურისა და დასვენების პარკში “ახალბაღი” სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო. 

მაშინ ხელისუფლება ამბობდა, რომ სივრცე ერთი წლით იკეტებოდა და 2022 წლის ზაფხულში, გორს რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დასასვენები სივრცე ექნებოდა. 

ამავე თემაზე: როდის დასრულდება “ახალბაღის” რეაბილიტაცია? 

“ყველა კომუნიკაცია, წყლის სისტემა, მიწისქვეშა გაყვანილობები, კანალიზაციის სისტემა და ირიგაცია, ყველაფერი შეცვლილია. 80% უკვე დასრლებულია”, – ამბობდა 8 თვის წინ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. 

რა ვითარებაა ამჟამად ქალაქის ცენტრალურ პარკში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვერც ამ ზაფხულს გაიხსნება – ტერიტორია დრონით “TV მონიტორინგმა” დაათვალიერა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები