ახალი ამბები

რა ბედი ეწია მეჯვრისხევის ტურისტულ გზამკვლევს

მეჯვრისხევსა და მის ადმინiსტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლებისთვის ტურისტული გზამკვლევის შექმნა ორი წლის წინ დაანონსდა. ინიციტივა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილებას ეკუთვნოდა. 

გზამკვლების კონცეფციის პრეზენტაცია მეჯვრისხევში გასულ წელს მოხდა. მაშინ ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ამბობდა, რომ ტურისტული სეზონი მუნიციპალიტეტში მეჯვრისხევიდან გაიხსნებოდა, თუმცა გზამკვლევი ამ დრომდე დასრულებული არ არის, რის მიზეზებსაც მაღლაკელიძე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ხსნის.

“ჩვენ გვინდოდა იმ იnფრასტრუქტურის პირობებში გაგვეკეთებინა გზამკვლევი, რაც ამ სოფელს აქვს, მაგრამ ჩენმა დაწყებულმა საქმემ მიიღო უფრო უკეთესი ფორმა და დაიწყო მეჯვრისხევის გზების რეაბილიტაცია. ასევე დაიწყო მუშაობა სოფლის განვითარების გეგმაზე, შემოიღობა პარკი, უნდა მოხდეს ძველი შენობების რეაბილიტაცია, ამიტომ ცოტა ხანს შევჩერდით და გზა დავუთმეთ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. თითქმის, მზად გვაქვს მეჯვრისხევის გზამკვლევი”, – გვითხრა მაღლაკელიძემ. 

დატოვეთ კომენტარი