ადამიანები ისტორიები

გამოფენები და ლიტერატურული საღამოები – 12 წლის ანას შემოქმედება

ანა ჩინჩალაძე 12 წლისაა, თუმცა ასაკის მიუხედავად, მან უკვე რამდენიმე პერსონალური გამოფენა და ლიტერატურული საღამო მოაწყო. ანა ღონისძიებებს ძირითადად ბრეთში, საკუთარ სკოლაში მართავს.

ანამ პირველი ნამუშევარი კლასში შექმნა, ნახატი დამრიგებელმა შეამჩნია და ხატვის წრეზე მისვლა ურჩია.

“სკოლაში  მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე საყოველთაო ხატვის საათი მოეწყო, თემა იყო თავისუფალი, ვისაც რა გვინდოდა, ის უნდა დაგვეხატა. პირველად ნანა მასწავლებელმა აღმომაჩინა. სწორედ მისი დახმარებით და ხელშეწყობით შემდეგ უკვე მოეწყო სკოლაში ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელსაც მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ”.

ანა ყველაზე ხშირად ბუნებას ხატავს, შექმნილი აქვს დედის პორტრეტი.

“განსაკუთრებით მიყვარს ბუნების პეიზაჟების ხატვა დახატული მაქვს დედის პორტრეტი. ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელია დედაა, ის სტიმულს მაძლევს, რომ საუკეთესო ვიყო,”, – ამბობს ის.

ანა ძირითადად ფანქრით და ზეთის საღებავიტ ხატავს. 12 წლის გოგონას სურვილია, რომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელოს და ცნობილი მხატვარი გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.