ახალი ამბები

40 000 დაიხარჯა და გზის მოხრეშვის შემდეგ, ვითარება გაუარესდა – აგარის მაჟორიტარი დეპუტატი

აგარა-ქვენატკოცის სასაფლაოს გზის მოწესრიგებაზე  40 000 დაიხარჯა, – ამბობს აგარის მაჟორიტარი დეპუტატი ქარელის საკრებულოში მურთაზ ცისკაძე.

მისი თქმით, კომპანიამ სამუშაობი უხარისხოდ შეასრულა, რამაც მდგომარეობა გააუარესა. 

“აგარა-ქვენატკოცის სასაფლაოს გზის მოწესრიგება გასულ წელს სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რისთვისაც ორივე დასახლებაზე 40 000 ათასი იყო გამოყოფილი, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდ.ა გზის მოწესრიგების ნაცვლად, იქ დიდი ზომის ლოდები დაყარეს, რამაც უფრო გაართულა სასაფლაომდე მისვლა. სწორედ ამან გამოიწვია აგარა-ქვენატკოცის მოსახლეობის უკმაყოფილება”, – გვითხრა მურთაზ ცისკაძემ.

ინფორმაციისთვის, სამუშაოების შესრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივების ერთ-ერთი მოთხოვნა კვლავ სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა. 

ამავე თემაზე: აგარაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვენ – რას აპირებს მერია?

ადგილობრივი ხელისუფლება ამჯერადაც გზის მოხრეშვაზე საუბრობს, თუმცა მოსახლეობის სურვილი მოასფალტებაა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები