ახალი ამბები

გორში კულტურის ცენტრის შენობას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორში, კულტურის ცენტრის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიამ სამუშაოებისთვის 32 340 ლარი გაითვალისწინა. 

დაგეგმილია შენობაში არსებული მოძველებული, დაზიანებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. ასევე დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობა.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.