ახალი ამბები

მინდა ტრადიციები განვავითარო – ხაშურის “საბიბლიოთეკო გაერთიანების” ახალი უფროსი

კარგი ტრადიციები დატოვა წინა უფროსმა, მაკა დიდებულიძემ, თუმცა თუ კი მეც მექნება ამის საშუალება, მინდა უფრო განვავითარო და განვავრცო, – თქვა ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ის, საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსმა. 

კონკრეტულად რომელი ტრადიციების განვითარებას აპირებს, კლარა გელაშვილს არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ გაერთიანების საქმიანობაში საკუთარი ხელწერის შეტანა სურს. 

“მინდა ჩემი წყვლილი შევიტანო და ჩემი ხელწერა შევიტანო და რაღაც რაღაცეები შევცვალო, რაც მე ბავშობიდან მომდევს და დღემდე დარჩა ჩემს ცნობიერებაში ეს იყო კლუბები, ბიბლიოთეკების შეჯიბრები და სხვა”. 

კლარა გელაშვილს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს გაერთიანების განვითარებას, არ წარმოუდგენია, თუმცა თქვა, რომ იქ მოხვდა, სადაც მისი ადგილია. 

“ვფიქრობ, იქა ვარ, სადაც უნდა ვიყო, სადაც ჩემი ადგილია და დარწმუნებული ვარ, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, აუცილებლად ღვთის ნებით მოგემართება ხელი და გააკეთებ საქმეს”, – გვითხრა კლარა გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კლარა გელაშვილი ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ის, საბიბლიოთეკო გაერთიანების ახალი უფროსია. ეს პოსტი თითქმის ერთი წელი ვაკანტური იყო. 

დატოვეთ კომენტარი