სტატიები

შიდა ქართლში 19 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება – სოფლების ჩამონათვალი 

მიმდინარე წელს შიდა ქართლში 19 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. შენობები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში  Design-Build მეთოდით აშენდება. შესაბამისი სამუშაოებისთვის მუნიციპალურის განვითარების ფონდმა ტენდერები გამოაცხადა. 

გორის მუნიციპალიტეტი 

100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშნებლობა იგეგმება შავშვებში, ფლავში, ხოლო ვარიანში 75 ბავშვზე. სამუშოებისთვის საერთო ჯამში, 6 404 000 ლარი დაიხარჯება. 

გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღები აშენდება – როგორ მოეწყობა შენობები 

ქარელის მუნიციპალიტეტი 

საბავშვო ბაღის მშნებლობა იგეგმება ქარელის მუნიციპალიტეტშიც. დვანში და ქარელში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება, ამავე ტენდერის ფარგლებშია გამოცხადებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში საბავშვო ბაღის მშნენებლობა. სამივე სოფელში ბაღების ასაშენებლად 6 874 692 ლარია გათვალისწინებული.  75 აღსაზრდელზე გათვლილი  საბავშვო ბაღების მშენებლობა ასევე დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუისში, ურბნისში, აბანოში, ქვენატკოცაში, ბრეთსა და წვერში. საერთო ჯამში, 6 ბაღის მშნებლობისთვის 10 930 929 ლარია გათვალისწინებული. 

კასპის მუნიციპალიტეტი 

6 სოფელში აშენდება საბავშვო ბაღი კასპის მუნიციპლიტეტშიც. გომში, თვალადში, ახალქალაქში, ლამისყანაში, მეტეხსა და ახალციხეში 100 ბავშვზე გათვლილი შენობები აშენდება, რისთისაც მუნიციპალურ განვითარების ფონდს ჯამში 13 749 384 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

კასპის სამ სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 6 000 000 ლარი დაიხარჯება

საერთო ჯამში, შიდა ქართლში 19 საბავშო ბაღის პროექტირება-მშენებლობისთვის 32 907 000 ლარი დაიხარჯება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.