ახალი ამბები

ყველანაირად ვეცდებით, სწორ გზაზე დავაყენოთ – ეპისკოპოსი სვიმეონი ლევან გამრეკელზე

ყველანაირად ვეცდებით, სწორ გზაზე დავაყენოთ, – აღნიშნა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონმა ლევან გამრეკელზე “TV მონიტორინგისთვის” მიცემულ სატელეფონო კომენტარში. 

ამავე თემაზე: “ეპისკოპოსსა და  ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირების მიზეზი მიწის ნაკვეთია”

როგორც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი ამბობს, მომხდარი დაპირისპირება კი არა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იყო. 

“აბსურდიის თეატრია, ცხოვრებაში არ მითხოვია ფული, ტყუილია. ქადაგების დროს ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას,ამ საკითხზე. არანაირი დაპირისპირება არ არის, ჩემი მხრიდან. როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ჩვენი ეპარქიის შვილია და ყველანაირად ვეცდებით, სწორ გზაზე დავაყენოთ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა. 

შეგახსენებთ, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს და ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირებაა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსმა სვიმეონმა ქვიშხეთის ეკლესიაში ლევან გამრეკელი ამბიონიდან გააკრიტიკა.

ინფორმაციისთვის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა გასულ წელს 120 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა. რაც შეეხება გამრეკელს, ის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ადგილობრივი მილიონერი ბიზნესმენია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.