ახალი ამბები

“ეპისკოპოსსა და  ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირების მიზეზი მიწის ნაკვეთია”

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს და ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირებაა.  როგორც “მოზაიკას” წყარო უკვება, ეპოსკოპოსი სვიმეონსა და ლევან გამრეკელს შორის უთანხმობა მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. 

“ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან გამრეკელის მეგობარს, თუმცა ეპისკოპოსს ის გამრეკელის ეგონა და ეუბნებოდა, რომ ამ მიწაზე მას თავისი ინტერესები ჰქონდა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

მიწის ნაკვეთი სოფელ მიწობში გოგირდის აბანოებთან მდებარეობს. “მოზაიკას” ინფორმაციით, ის 2006 წელს 20 წლის ვადით გასხვისდა. 

“ეს ადგილი 2006 წელს იჯარით აიღო პიროვნებამ 20 წლის ვადით, სადაც კარიერი ჰქონდა მოწყობილი. ეს პიროვნება როდესაც გარდაიცვალა, მისი საქმე მისმა შვილმა გააგრძელა. სწორედ ამ პიროვნებამ სთხოვა ლევან გამრეკელს ტექნიკით დახმარება. როდესაც მუშაობა დაიწყეს და ეს ამბავი ეპისკოპოსმა გაიგო, რადგან სამუშაოებს ლევან გამრეკელის საკუთრებაში არსებული ტექნიკა ასრულებდა, მან იფიქრა, რომ მიწაც გამრეკელის იყო. მან რამდენჯერმე დაურეკა გამრეკელს და მიწის მფლობელის ვინაობა ჰკითხა. თან უთხრა, რომ ამ მიწაზე აეროდრომის აშენებას გეგმავდა”, – გვიყვება წყარო. 

მისი თქმით, დაპირისპირებაც აქედან დაიწყო. 

“ეპისკოპოს სვიმეონს ვერაფრით დააჯერეს, რომ მიწა გამრეკელს არ ეკუთვნოდა და იქიდან დაიწო მის მიმართ კრიტიკული გამოსვლები. სოფელში ხალხიც კი შეკრიბა ამ პიროვნებას აუმხედრა, ვითომდა მიწის მოთხრით საძოვრები ზიანდებაო.”

ინფორმაცია ხაშურელ მაღალჩინოსანსა და ეპისკოპოსს შორის დაპირისპირების შესახებ თავდაპირველად სამოქალაო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა სადაც ამბობდა, რომ ეპისკოპოსმა სვიმეონმა ქვიშხეთის ეკლესიაში ლევან გამრეკელი ამბიონიდან გააკრიტიკა.

“იგი იმიტომ აკეთებს ამდენ სიკეთეს ,უფასო სასადილოც იმიტომ გახსნა ამომრჩევლების გულის მოგება უნდა,რადგან გეგმაში დეპუტატობა და ქალაქის მერობა აქვსო.”

ინფორმაციისთვის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა გასულ წელს 120 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა. რაც შეეხება გამრეკელს, ის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ადგილობრივი მილიონერი ბიზნესმენია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.