ახალი ამბები

“მაღაზიებს აქირავებს” – ხაშურელი აქტივისტი ექპისკოპოს სვიმეონის ქონების ფოტოებს ავრცელებს

“აი, ეს ყველაფერი ჩვენი მეუფის ბიზნესის მხოლოდ ნაწილია. მაგას რა აქვს სათქმელი ლევან გამრეკელზე, როცა ტექნიკას და მაღაზიებს აქირავებს”, – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი და ეპისკოპოს სვიმეონის ქონების ფოტოებს ავრცელებს. 

ფოტოებზე ჩანს კომერციული ფართები, ტექნიკა და ვაგონები. 

“ეს საცხოვრებელი ვაგონები 100 ერთეულზე მეტი აქვს”, – ვკითხულობთ პოსტში. 

მეხრიშვილის ამ პოსტს საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა – ადამიანების ერთი ნაწილისთვის ურთიერთბრალდებები მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ხაშურელ მაღალჩინოსანსა და ეპისკოპოსს შორის დაპირისპირების შესახებ თავდაპირველად სწორედ მეხრიშვილმა გაავრცელა. ის წერდა, რომ ეპისკოპოსმა ქვიშხეთის ეკლესიაში ლევან გამრეკელი ამბიონიდან გააკრიტიკა და საკუთარი პოსტით, მეხრისვილი ხაშურელ მაღალჩინოსანს მხარდაჭერას უცხადებდა.

ამავე თემაზე: “ეპისკოპოსსა და  ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირების მიზეზი მიწის ნაკვეთია”

ამავე თემაზე: ყველანაირად ვეცდებით, სწორ გზაზე დავაყენოთ – ეპისკოპოსი სვიმეონი ლევან გამრეკელზე

ინფორმაციისთვის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა გასულ წელს 120 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა. რაც შეეხება გამრეკელს, ის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ადგილობრივი მილიონერი ბიზნესმენია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.