ახალი ამბები

ხაშურში კომპოზიტორ კახა ცაბაძის საღამო გაიმართება 

10 აპრილს ხაშურის სამუსიკო სკოლაში გაიმართება კომპოზიტორ კახა ცაბაძის საღამო, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სამუსიკო ორკესტრი, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვენელობით. 

პროექტი ფატი სადაღაშვილს ეკუთვნის, რომელიც ხაშურის მერიისა და ხაშურის სამუსიკო სკოლის მხადაჭერით განხორციელდება. 

დასაწყისი 18:00 საათი,  დასწრება თავისუფალია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.