ახალი ამბები

აქცია ზეღდულეთში – მოსახლეობა წყლის ჭაბურღილის მოწყობას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, – ადგილობრივები წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის საკითხს აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს საბავშვო ბაღთან და რიტუალების დარბაზთან ძალიან ახლოს, რაც უსაფრთხოების ზომების დარღვევად მიაჩნიათ. ასევე შიშობენ, რომ ახალი ჭაბურღილი მათი პირადი ჭების დაშრობას გამოიწვევს.

მოსახლეობას მერის წარმომადგენელი და ზეღდულეთის დეპუტატი შეხვდა.

მათი განმარტებით,  სამუშაოები რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, არსებობს გეოლოგის დასკვნა და ყველა ნებართვა იმისთვის, რომ ჭაბურღილი სწორედ ამ ადგილზე დაიბურღოს.

დატოვეთ კომენტარი