ახალი ამბები

კასპის მერია გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორებს 7 სოფლისთვის შეიძენს 

კასპის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყობა. მერიამ ტრენაჟორების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და 191 739 ლარი გაითვალისწინა. 

უწყება გეგმავს ტრენაჟორები მოასწყოს სოფლებში: 

  • საქადაგიანო;
  • სარიბარი;
  • ქვემო რენე;
  • სამთავისი;
  • იგოეთი;
  • ბორტა;
  • ახალშენა-საკორინთლო.

შერჩეულმა კომპანიამ ტრენაჟორების მონტაჟთან ერთად უნდა მოაწყოს ფანჩატურები და მოედანი. 

დატოვეთ კომენტარი