ახალი ამბები

პოლიციამ სადგურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა

პოლიციამ სადგურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდნენ და კანონსაწინააღმდეგო ნივთს ეძებდნენ.

რა შედეგით დასრულდა ოპერაცია, ამ კითხვას არც სამართალდამცველები და არც იმ ოჯახის წევრები პასუხობენ, სადაც ყვითელი ლენტი იყო გავლებული.

შსს-ში ადასტურებენ, რომ მარაბდელის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საგამოძოებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა დამატებით დეტალებს არ ახმაურებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.