ახალი ამბები

კასპის მერიამ ორ სკოლაში გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი ახლა გამოაცხადა

კასპის მერიამ ახალციხის და მიქელწყაროს სკოლებში გათბობის სისტემას მოწყობა გადაწყვიტა. 

უწყებამ ტენდერი 23 მარტს გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, კასპის მერია აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დახარჯვას აპირებს.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი