ახალი ამბები

ქარელელმა მუსიკის მასწავლელებმა ხელოვნების აღორძინების რეგიონული ფონდის ჯილდო მიიღო

ქარელის ხელოვნების სკოლის მასწავლებელი დოდო მურადოვი სამუსიკო ხელოვნებაში 45 წლიანი ნაყოფიერი შრომისა და მიღწეული წარმატებებისთვის, კულტურის და ხელოვნების აღორძინების შიდა ქართლის რეგიონულმა ფონდმა დააჯილდოვა, – ამ ინფორმაციას  ქარელის ხელოვნების სკოლა ავრცელებს.

“დოდოს მუსიკალური აზროვნების დიაპაზონი ერთ სტილურ მიმართულებაში ვერ თავსდება. მისი შინაგანი ორგანიზებულება და ინტელექტუალური საწყისები, იწვევს იმპროვიზაციული თავისუფლების ნიშნებს, რაც გამოარჩევს მის საშემსრულებლო ინდივიდუალუზმს. სწორედ ამ ნიშნით და ღირსებით მის რეგალიებს, სკოლასთან ერთობაში კიდევ ერთი დამსახურებული ტიტული შეემატა”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი