ახალი ამბები

1600 ლარი ერთ კონტეინერში – ხაშურის მერიამ გასულ წელს 100 ნაგვის კონტეინერი იყიდა

გასულ წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა 100 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი, რომელშიც საერთო ჯამში 159 900 ლარი გადაუხადა. ერთი ცალი ლითონის კონტეინერის ღირებულებამ 1599 ლარი შეადგინა.  

ხაშურის მერიამ ხელშეკრულება შპს-ს “ორიენტი” გაუფორმა, რომლის დირექტორს, შორენა კიწმარიშვილს, “ქართული ოცნებისთვის” 2016 წელს 40000 ლარი აქვს შეწირული.

აღსანიშნავია, რომ უწყებამ ნაგვის კონტეინერები 2021 წელსაც შეიძინა სხვა კომპანიისგან, თუმცა მაშინ პლასტმასის კონტეინერებისთვის 97 600 ლარი დახარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.