ახალი ამბები

სურამში, ბუღაურას დასახლებაში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს 

დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში ადგილობირვები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მოსახლოებამ საპროტესტო აქციაც გამართა. 

მათი თქმით, წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

“გვპირდებოდნენ, რომ მრიცხველები დაყენებოდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. არ ვიცით რა მოხდა, ფული გაუფლანგა თუ სხვა რამე. წლებია ვითხოვთ, რომ გამრიცხველიანება მოხდეს, გაკეთდესს წყალი და გზა. ახალგაზრდები გარბიან უკვე სოფლიდან, რადგან აქ არანაირი პირობა არ არის. მერიაში რამდენჯერმე მოვედით თხოვნით, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ნონა ხუროშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.