ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე დავით ქაცარავამ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა 

საოკუპაციო რეჟიმის გეგმების და გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაციის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ.

დათო ქაცარავა ოძისში ჩასულ დიპლომატებს ადგილზე დახვდა და უამბო, თუ როგორ გეგმავს დე ფაქტო მთავარობა დელიმიტაციის გეგმის დამტკიცებას და 208 კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობის დამატებით ოკუპაციას.

მან ასევე ანალენა ბერბოკის გარემოცვას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომელიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, მათ გათავისუფლებას კი საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.