სტატიები

რა ქონებას ფლობენ ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარეები შიდა ქართლში 

ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”  თავმჯომარეები ქონებით და ქონების გარეშე – რა ქონებას (არ) ფლობენ ოფიციალურად გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეები მმართველი პარტიიდან, – “მოზაიკამ” მათი ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. 

კობა ბერიანიძე – ფრაქციის “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” თავმჯობარე გორის საკრებულოში 

4 სახლი, 2 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი – ეს ქონება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” თავმჯომარეს, კობა ბერიანიძეს ეკუთვნის, რომელიც გასულ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა. 

  • ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბერიანიძემ სოფელ ბერბუკში მდებარე საცხოვრებელი სახლი 2020 წელს 6000 ლარად შეიძინა, რომლის საერთო ფართობი 18,08 კვ.მ-ია, იგივე დროს ბერიანიძეს დეკრალარაციაში მითითეთებული აქვს ამავე სოფელში, 6000 ლარად შეძენილი საცხოვრებელი, რომლის ფართობიც 18,07 კვ.მ -ია. ამავე სოფელში უფიქსირდება კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის შეძენის ფორმად ჩუქება აქვს მითითებული. 
  • 2021 წელს შეიძინა კიდევ ერთი სახლი, რომელშიც 30 000 დოლარი გადაიხადა. ასევე ამ წელს შეიძინა ბინა და 6000 დოლარად სუხიშვილის ქუჩაზე. კიდევ ერთ ბინას ფლობს თბილისშიც, რომელიც 2018 წელს შეიძინა და 186 440 ლარი გადაიხადა. 

რაც შეეხება, მიწის ნაკვეთებს, მის სახელზე 6 მიწის ნაკვეთი ფიქსირდება, რომელთა საერთო ფართობი 233 750 კვ.მ-ია. ბერიანიძე მიწის ნაკვეთებს ფლობს სობისში, ახალსოფელსა და ზეღდულეთში. 

ბერიანიძის შემოსავალმა ერთ წელში 223 752 ლარი შეადგინა, საიდანაც 200 000 ლარი სოფლის მეურნეობიდან მიიღო. 

მერაბ ცხოვრებაძე – ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე, ხაშურის საკრებულოში

მერაბ ცხოვრებაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მის სახელზე ასახულ აქვს, მხოლოდ ერთი ავტომობილი, რომელიც 2012  წელს შეიძინა და 10 000 დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლსა და ბინებს, მეუღლისა და შვილის სახელზე აქვს რეგისტრირებული. 

ქონებრივი დეკლარაცია ცხოვრებაძემ ბოლოს, 2022 წლის ნოემბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც მისმა შემოსავალმა ერთ წელში 14 952 ლარი შეადგინა. 

ყარამან (კახა) როინაშვილი – ფრაქციის რაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარე ქარელის საკრებულოში 

ყარამან (კახა) როინაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია გასული თვის დასაწყისში შეავსო, რომლის მიხედვითაც ის არანაირ ქონებას არ ფლობს. მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების გრაფა ცარიელია.

დეკლარაციის მიხედვით, უძრავ და მოძრავ ქონებას არც მისი მეუღლე, ნათია დავითაშვილი ფლობს.

რაც შეეხება ყარამან როინაშვილის შემოსავლებს, აღნიშნული გრაფაში მას მითითებული აქვს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მიღებული ხელფასის ერთი წლის ოდენობა, რომელიც 21 225 ლარს შეადგენს. მისი მეუღლის შემოსავალი კი ერთ წელში 4958 ლარი იყო. 

ზურიკო ჩადუნელი – ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარე კასპის საკრებულოში 

ზურიკო ჩადუნელმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის აგვისტოში შეავსო. ქონების გრაფაში მის სახელზე მხოლოდ, ერთი ბინა და მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული, რომელიც სოფელ იგოეთში 2011 წელს 600 ლარად შეიძინა.

რაც შეეხება ბინას, ის 2012 წელს თბილისში, 46000 დოლარად შეიძინა.  კიდევ ერთი სახლისა და მიწის ნაკვეთის თანამფლობელია სოფელ იგოეთში.  

მისმა შემოსავალმა ერთ წელში  ხელფასის სახით144 00 ლარი შეადგინა, რომელიც ფრაქციის თავმჯომარეობიდან მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.