სტატიები

8 მძღოლი, 5 თანაშემწე, 1 მრეცხავი – რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს გორის მერიას

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 27 შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავთ, მათ შორის არიან მძღოლები, მერის თანაშემწეები და მერის მრჩევლებიც. 

უწყებისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 311 750 ლარი დაიხარჯა. 

‘2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხით დასაქმებულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასის ჯამურმა თანხამ შეადგინა 3 908 778 ლარი, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასის ჯამურმა თანხამ შეადგინა 311 750 ლარი”, – ვკითხულობთ მერიისგან გამოგზავნილ წერილში. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, თუ რა პოზიციებზე ჰყავს უწყებას შტატგარეშე თანამშრომლები დასაქმებული.  მოწოდებული ინფორმაციიიდან ირკვევა, რომ გორის მერიას 8 მძღოლი, 1 მრეცხავი და ერთი ავტოპარკის ზედამხედველი ემსახურება. 

რომელ პოზიციაზე რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს მერიას: 

  • მდივანი – 1 თანამშრომელი
  • მერის თანამშემწე – 5 თანამშრომელი
  • მერის მრჩეველი – 2 თანამშრომელი
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი – 8 თანამშრომელი
  • ავტოპარკის ზედამხედველი – 1 თანამშრომელი
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავი – 1 თანამშრომელი
  • მერიის ვიზიტორთა რეგისტრატორი – 1 თანამშრომელი
  • ვიზიტორთა რეგისტრატორის სპეციალისტი – 1 თანამშრომელი
  • დამხმარე სპეციალისტი – 2 თანამშრომელი
  • მერიის ინფორმაციული საშუალებების მენეჯერი – 1 თანამშრომელი
  • ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების სპეციალისტი – 1 თანამშრომელი
  • სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფლების სპეციალისტი – 1 თანამშრომელი
  • ოჯახის სოციალური მუშაკი – 1 თანამშრომელი
  • ბავშვის ფსიქოლოგი – 1 თანამშრომელი
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.