ახალი ამბები

ბრალდებულ ნ.ს.-სთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

სამართალდამცავებმა გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საუბარია მკვლელობაში ბრალდებლი ახალგაზრდა ბიზნესმენის საქმეზე, რომელსაც გამოძიების ვერსიით გარდაცვლილი და მისი ახლო მეგობრები უფასო მომსახურებასა და თანხის გადახდას სთხოვდენ. 

საქმეში მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი ბრალდებულ ნ.ს.-ს მიერ სროლის შედეგად გარდაიცვლა, მეორე მათგანი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მესამე პირი პოლიციამ დააკავა. 

“ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით და შსს-ს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი, მას შემდეგ რაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ნიკოლოზ სანიკიძემ.

31 წლის მამაკაცის მკვლელობისთვისა და მისი თანმხლები პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნ.ს.-ს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.