ახალი ამბები

სასამართლომ 31 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნ.ს.-ს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით მაკარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სხდომაზე პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენმა დანაშული შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, ახლა კი არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

“თუ მხედველოვაში მივიღებთ დანაშაულის ხასიათსა და გარემოებებს, თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაული. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებდა, იმაზე რომ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების ყველა წინაპირობა იყო, რაც სასამართლომაც შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ”, – განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ. 

დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება და მისთვის პირადი დოკუმენტაციის ჩამორთმევის შუამდგომლობა დააყენა. 

ადვოკატებმა სასამართლოს უთხრეს, რომ ნიკა საბაშვილი გამოძიებას თავად ჩაბარდა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს. დაცვის მხარე ასე ითხოვდა 108 -ე მუხლის დამატებასაც.  წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი