ახალი ამბები

მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ თავს იცავდა და დანაშაულის შესახებ პოლიციელს აცნობა 

გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ ნ.ს.-ს პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ გარდაცვლილ ი.კ.-სა და მის მეგობარ ვ.ღ.-ს თავდაცვის მიზნით ესროლა. მისი თქმით, ამის  შემდეგ, ის ნაცნობ პოლიციელთან მივიდა, რომელიც მის სახელოსნოში მანქანას ღებავდა და მომხდარის შესახებ უთხრა. 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მიიმალა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ფურცელაძის ქუჩაზე პოლიციელმა დაინახა და თანამშრომლებს აცნობა. 

რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და შევიწროვებაზე, პროკურატურაც და დაცვის მხარეც ადასტურებს, რომ რეკეტს ჰქონდა ადგილი. 

“მკვლელობა შურისძიების მოტივით” – პროკურატურის ვერსია გორში მომხდარზე 

მკვლელობაში და დაჭრაში ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.