ახალი ამბები

გორში შვიდი ქუჩის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა 

გორში შვიდი ქუჩის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიამ აღნიშნული მომსახურებისთვის 25 500 ლარი გაითვალისწინა. 

საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მერიას 26 მაისის სანაპიროს, ბაქოს ქუჩის, გვერდწითელის ქუჩის (ყიფიანის ქუჩა ნადირაძე), გრიბოედოვის, დანიელ ჭონქაძის, საპროექტოს ქუჩის, სუხიშვილის (დევნილთა დასახლება) ქუჩებისთვის სურს. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.