ახალი ამბები

საცურაო აუზის შენახვას, რომელსაც დირექტორი არ ჰყავს, 500 000 ლარი მოხმარდება 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, მერიაზე დაქვემდებარებულ ა(ა)- იპ სასპორტო გაერთიანებას, ქარელის საცურაო აუზის მოვლა პატრონობისთვის 500 000 გამოუყოფს, – აღნიშნული თანხა 2023 წლის ბიუჯეტშია ასახული. 

დოკუმენტაციის მიხედვით, გამოყოფილი თანხით მოხდება საცურაო აუზის მოვლა- პატრონობის ხარჯების და გადასახადების გადახდა.

აღსანიშნავია, რომ საცურაო აუზის მოვლა-პატრონობისთვის გასულ წელსაც იგივე თანხა იყო გამოყოფილი.  

ამ დროისთვის, საცურაო აუზზე, რომლის მშენებლობისთვის 5 მილიონამდე დაიხარჯა, 13 თანამშრომელი მუშაობს, გასული წლის მონაცემებით, მათი ხელფასებისთვის ერთ თვეში 7350 ლარი დახარჯა, ელ-ენერგიაზე 12 350 ლარი, ბუნებრივ აირზე 32 ლარი, წყალზე 780 ლარი.

ინფორმაციისთვის, ქარელში საცურაო აუზი 2022 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა, დაწესებულებას ამ დრომდე არ ჰყავს დირექტორი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი