ახალი ამბები

80 000 ლარზე მეტი დოესში სკვერის რეაბილიტაციისთვის – კასპის მერიის ტენდერი 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დოესში სკვერის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, სამუშაოებისთვის კი 83 435 ლარი გაითვალისწინა. 

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიაზე გარეგნათებების მონტაჟი, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ინვენტარის მონტაჟი. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.