ახალი ამბები

ხაშურის მერიაში დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში მისი ბიუსტის განთავსებაზე იმსჯელეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის განთავსების საკითხებზე იმსჯელეს, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

“დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის კრიტერიუმებისა და საუკეთესო ესკიზის ავტორის გამომვლენმა სამუშაო ჯგუფმა, ამ მიმართულებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, ძეგლის განთავსების კრიტერიუმებზე იმსჯელა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მერიის ცნობით, სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისგან, ასევე, სამუზეუმო გაერთიანების წარმომადგენლებისა და დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებისგან.

ინფორმაციისთვის ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერს ახლახანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სკვერში მისი ბიუსტის განთავსების სურვილი ხაშურის მერიამ გასულ წელს გამოთქვა და ბიუსტის პროექტის კრიტერიუმების განმსაზღვრელი და საუკეთესო ესკიზის ავტორის გამოსავლენად სამუშაო ჯფუფი შექმნა.

დატოვეთ კომენტარი