ახალი ამბები

“გზების გასაწმენდათ მუშაობს ორი ერთეული სპეცტექნიკა” – ქარელის მერია 

ქარელის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით დღესაც აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, – ამბობენ ქარელის მერიაში. 

“მუნიციპალიტეტის მხრიდან მობილიზებულია ორი ერთეული სპეცტექნიკა”, – აცხადებენ უწყებაში. 

ქარელის მერიის ცნობით, ამჟამად გზები გაიწმინდა ორი მიმართულებით: 

  • გაწმენდილია ზღუდერი-ელბაქიანთკარი-ორთუბანი-სუქანაანთუბანი-გვერძინეთის გზის მონაკვეთი.
  • იწმინდება აბისისთავი-აბანო-კოდა-საციხურის გზის მონაკვეთილ, ასევე გაიწმინდება მოხისი-ფცა-ღოღეთის გზის მონაკვეთი.

“პარალელურ რეჟიმში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ამ დროისათვის გაწმენდილია და ტექნიკური მარილი მოყრილია ქარელი-კეხიჯვარი-ყინწვისის მიმართულებით”, – ნათქვამია ქარელის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი