ახალი ამბები

ბიისში ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება 

26 თებერვალს, 12:00 საათზე ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება. 

ყინულზე ცოცვის ფესტივალის ,,Biisi Cup” -ის  ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და ტურისტული ასოციაია “ტონთიო” არიან. 

“ტერიტორიაზე დაგხვდებათ კოცონი, ელექტრონული მუსიკა და ცხელი გლინტვეინი. დასწრება თავისუფალია. ჩაიცვით თბილად”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად). მონაწილეები უზრუნვეყოფილი იქნებიან კვებით. ღამისთევა მოხდება კარვებში.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 599 11 90 44.

დატოვეთ კომენტარი