ახალი ამბები

“გზების გასაწმენდათ დამატებით დავიქირავეთ ტექნიკა” – ხაშურის მერია 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გზების დროულად გაწმენდისთვის დამატებითი ტექნიკაც დაიქირავეს. 

“გარდა იმისა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი ძალებით ახორციელებს გზების წმენდას, დამატებით დაიქირავა ტექნიკა და ჯამში, 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რათა სოფლების მიმართულებით არ შეფერხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე სამუშაოები დაბა სურამის მიმართულებით მიმდინარეობს, გაიწმინდა ცოცხნარის, ალის, წაღვლის,ცხრამუხის, ფლევის, გომის ადმინისტრაციული ერთეულები, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ქალაქის გზების გაწმენდითი სამუშაოები”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხაშურის მერია ავრცელებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.