ახალი ამბები

ნაგავსაყრელად აქციეს – ვინ და რატომ ყრის კომბინატის დასახლებაში სამშენებლო ნარჩენებს 

გორში, კომბინატის დასალხებაში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მომდებარედ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია, – ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა აცნობეს. 

მათი თქმით, ტერიტორია, რომელზეც სამშენებლო ნარჩენები განათავსეს კერძო საკუთრებაა. საუბარია ბამბეულის კომბინატის ყოფილ ტერიტორიაზე. 

” ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ადრეც ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია რაზმაძეს ეკუთვნის, საკრებულოს თავმჯდომარეს. მაგრამ ასეც რომ იყოს, მაინც ხომ მახინჯდება იერსახე და ანტისანიტარია იქმნება, მითუმეტეს აქვე ახლოს საცხოვრებელი კორპუსებია”, – უთხრეს “მოზაიკას. 

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მოზაიკა” საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს დაუკავშირდა. რაზმაძის თქმით, მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია შემოღობილია და იქ სამშენბელო ნარჩენებს ვერავინ დაყრის. რაც შეეხება მიმდებარე ადგილს, სადაც ნაგავი ყრია, ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და სამშენებლო კომპანიები ნარჩენებს უნებართვოდ ტოვებენ.

“ჩემი საკუთრება არის შემოღობილი და გაქირავებული მაქვს კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელიც ბიტკოინებზე მუშაობს, იქ ვერავნ დაყრის ნაგავს, რადგან შემოღობილია. აღნიშნული ტერიტორია, სადაც ნარჩენები ყრია, როგორც მე ვიცი, არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და სამშენებლო კომპანიები უსინდისოდ ყრიან ნაგავს. ამაზე მერია ყოველთვის მკაცრად რეაგირებს”, – გვითხრა დავით რაზმაძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.