ახალი ამბები

ახალსოფლის სკოლაში 2 წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, სწავლა განახლდა 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში  2 წლის შემდეგგ, სასწავლო პროცესი განახლდა.

როგორც სკოლის დირექტორი ნინო ერგემლიძე ამბობს, სკოლაში ამჟამად, 60 მოსწავლე აგრძელებს სწავლას. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციის პროცესი 2 წელზე მეტხანს გრძელდებოდა, სამუშაოების გაჭიანურებისა და უხარისხოდ შესრულების გამო, მოსწავლეების მშობლებმა რამდენიმე თვის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს და სამუშაოების დროულად დასრულება მოითხოვეს. 

საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანანსებით განხორციელდა, რისთვისაც 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი