ახალი ამბები

ტრენინგები პროფესიული განვითარებისთვის – რა კურსებს გაივლიან გორელი საჯარო მოხელეები

2023 წელს გორის მუნიციპალიტეტის  მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. 

განკარგულების მიხედვით, მიმდინარე წელს საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობას მერიისა და საკრებლოს 100-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.  

განკარგულების მიხედვით, პროფესიული განვითარების კურსებს საჯარო მოხელეები 10 სასწავლო პროგრამით გაივლიან: 

  • ადამიანური რესურსების მართვა, საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა საჯარო სექტორში კომუნიკაციის ფსიქოლოგია;
  • პერსონალთან ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება (შრომითი ხელშეკრულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შინაგანაწესისა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება);
  • საკრებულოს მუშაობის ორგანიზება; 
  • შიდა აუდიტი, რისკების შეფასება და განსაზღვრა;
  • პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები; 
  • სამშენებლო ნებართვების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, ადმინისტრაციული აქტების აღსრულების, ჯარიმების და სხვა კონტროლი; სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილება და სამშენებლო, დოკუმენტის დარღვევა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება, მშენებლობის კონსერვაცია, სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სახეები;
  • ბავშვთა  უფლებების დაცვა და მხარდაჭერა; 
  • გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა; 
  • ქონების მართვა და განკარგვა;
  • დაწესებულების არქივის წარმოება და საარქივო დოკუმენტაციის მომზადება.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.