ახალი ამბები

გორის მე -10 სკოლა ერთი კვირით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა 

გორის მე -10 საჯარო სკოლა ერთი კვირით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის დირექტორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გათბობის სისტემის მოსაწესრიგებლად დაწყებული სამუშაოებია.

“გათბობის სისტემის რეაბილიტაცია ხდება, ამორტიზაციის ვადა გაუვიდა და საჭირო გახდა მისი შეცვლა. დროში ასე დაემთხვა, როცა ჩაგვირიცხეს თანხა, მაშინ დავიწყეთ”, – განმარტა სკოლის დირექტორმა, გელა ჯაფარიძემ. 

სკოლა პირისპირ რეჟიმში სწავლას ერთი კვირის შემდეგ გააგრძელებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.