ახალი ამბები

ახალი მაჟორიტარის ასარჩევად, გორი-კასპის ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება

გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვების შემდეგ, გორსა და კასპს ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოუწევს. 

იურისტების განმარტებით, შეუალედური არჩევნების თარიღი ცესკომ უნდამ დანიშნოს. 

“კანონი ადგენს, რომ 15 იანვრიდან 15 ივნისამდე თუ მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩაინიშნოს. ამას ცესკო  ჩანიშნავს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. 

ინფორმაციისთვის, გორი-კასპის მჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ტოვებს საპარლამენტო მანდატს, მიდის პოლიტიკიდან და პარტიიდან “საქართველოსთვის”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.