ახალი ამბები

ატენში ხეების გადაბელვით შეგროვებული მასალა შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ხეების გადაბელვის შედეგად შეგროვებული მასალა შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს.

ინფორმაციას ატენის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილი ავრცელებს. მისი განმარტებით, ხეები სოფლის საერთო საცხოვრებლის ეზოში გადაბელეს.

“საერთო საცხოვრებლების ტერიტორიაზე ჩატარდა გადაბელვის სამუშაოები. მოჭრილი ხის მასალა გადეცათ ატენში მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ დაახლოებით 20 ოჯახებს. საკმაოდ ბევრი გადაიბელა და მასალა ამ ოჯახებზე გადანაწილდა”, – ამბობს შოთა ვანიშვილი.

სამუშაოები კეთილმოწყობის სამსახურმა ჩაატარა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.