ახალი ამბები

“ტურისტები დადიან, გზა კი გადათხრილია” – რა ხდება გორის ციხის მიმდებარედ

“გორის ციხის მიმდებარედ გზაზე ფილებია აყრილი და ამ დრომდე პატრონი არ ჩანს”, – ამბობს რესტორნის მეპატრონე სოსო ბაბაევი.

ბაბაევი “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე გასულ წელს წყლის მილი დაზიანდა, რომლის შეკეთების თხოვნითაც წერილობით გორის მერიას მიმართა. მისი თქმით, სამუშაოების დროს გზა გადათხარეს და მისი მოსწორება ამ დრომდე არ მომხდარა.

“დაახლოებით ერთი წლის წინ ამ ადგილას წყლის მილი გასკდა, მერიას მივმართე წერილით და სამი თვის მერე დაიწყეს რეაბილიტაცია. წყლის დინებამ სულ დააზიანა კარაოკე ბარი. კი გააკეთეს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მაგრამ ახლა ამ გადათხრილი მონაკვეთის მოწესრიგებას ვითხოვ”, – ამბობს ის.

ბაბაევის განმარტებით, მან პრობლემის შესახებ წერილობით მერის მოადგილეს, ნიკა ღვინიაშვილსაც მიმართა, რომელსაც მერიაში ინფრასტრუქტურული მიმართულებები აბარია.

“მოგეხსენებათ ეს ტურისტულად დატვირთული ზონაა და ამ მდგომარეობას ხედავენ გორისციხეზე ამსვლელი ვიზიტორები.  მერის მოადგილესაც მივმართე, რომელსაც ინფრასტრუქტურული მიმართულება ევალება, ქვა რომ დალააგონ და საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ, მაგრამ მას პასუხი არ აქვს, ამას მეუბნება დაახლოებით ოთხი თვეა”, – ამბობს რესტორნის მეპატრონე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.