ახალი ამბები

რუისის ამბულატორიას წყალი არ აქვს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის ამბულატორიას წყალი არ აქვს.

როგორც ამბულატორიის ექიმი ნანა ფილიშვილი გვეუბნება, წყლის პრობლემა ამბულატორიაში უკვე 2 წელია არსებობს. 

“2 წლის წინ ამბულატორიიდან ბაკი და მოტორი მოიპარეს. პრობლემის შესახებ საქმის კურსშია ადგილობრივი  ხელისუფლება, თუმცა არანაირი რეაგირება არ მომხდარა”, – გვითხრა ექიმმა. 

ექიმები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

“ჩვენ რუისის ამბულატორიის ექიმები ვითხოვთ წყლის პრობლემის მოგვარებას, ქარელის მერია იტყვის ახლა, რომ ეს პრობლემა მათ არ ეხებათ, მაგრამ გამოიჩინეთ კეთილი ნება და დაგვეხმარეთ”.

რუისის ამბულატორია ერთ-ერთია, რომელიც ქარელის მერიამ სიმბოლურ ფასად სახელმწიფოს გადასცა. შეთანხმების მიხედვით, მის კეთილმოწყობაზე ზრუნვა ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ა(ა)იპ-ის, “სამედიცინო ჰოლდინგის” პასუხისმგებლობაა, თუმცა უცნობია, როდიდან დაიწყებს უწყება სოფლის ამბულატორიებში არსებული პრობლემების მოგვარებას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი