ახალი ამბები

13 წლის გოგონას სასწრაფო მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება

ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 წლის გოგონას სასწრაფო მკურნალობისთვის ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. 

მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, გიორგი კობახიძემ გაავრცელა. 

“ერთ მძიმე საქმეზე უნდა შეგაწუხოთ, მეგობრებო. ჩვენს ერთ-ერთ მოსწავლეს, მერვეკლასელ გოგონას, ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – სარკომა. განკურნების შანსი არსებობს, ოღონდ სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში მკურნალობა. კარგი იქნება, თუ მცირედით მაინც დავეხმარებით ოჯახს”, – წერს კობახიძე. 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:

  • საქართველოს ბანკი – GE90BG0000000541365114; 
  • მიმღები – ნათია ჩიტაშვილი
დატოვეთ კომენტარი